კახეთში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა – ვირუსი სასწრაფოს ექიმს დაუდგინდა.
ეპიდემიოლიგები ექიმის სახლში უკვე მუშაობენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე კოვიდინფიცირებული მედიკოსის 60 კონტაქტია ცნობილი, თუმცა დაინფიცირების წყარო უცნობია.
არსებული ინფორმაციით, კორონავირუსი ექიმის მეუღლესაც აღმაჩნდა, თუმცა ამის შესახებ შესაბამისი უწყებები ჯერ არ საუბრობენ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 582 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 207 პაციენტი.
დღეს დილით საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა. ჯამში კორონავირუსით 8 პაციენტია გარდაცვლილი.
საქართველოში კარანტინის რეჟიმში 5025 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 540. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.