ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი სოციალურ ქსელში “ჰადსონის ინსტიტუტის” პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის განცხადებას ეხმაურება.
- “ჰადსონის ინსტიტუტის” განცხადება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიების დაწყების შესახებ, გადაწყვეტილებას შეეხება, ჰადსონის მიერ საქართველოში ირანის მზარდი გავლენის შესახებ გამოქვეყნებული ანგარიშის შემდეგ, რომლის თანაავტორებიც არიან ლუკ კოფი და გიორგი კანდელაკი.
ჯო უილსონი წერს, რომ “ქართული ოცნებას” საშინლად ეშინია, რომ ამერიკელები ირანის რეჟიმთან მათ თანამშრომლობას გაიგებენ.
კონგრესმენი აღნიშნავს, რომ ირანის დასამარცხებლად, “ქართულ ოცნება” უნდა დაამარცხონ.
ანტიამერიკულ პარტია “ქართული ოცნებას” საშინლად ეშინია, რომ ამერიკელები გაიგებენ, რომ ის ირანის რეჟიმთან თანამშრომლობს, ამიტომ ყველაფერს აკეთებენ, რათა გააჩუმონ ექსპერტები, რომლებიც ამ ფაქტს აღნიშნავენ. ირანის დასამარცხებლად, “ქართულ ოცნება” უნდა დავამარცხოთ,” – წერს ჯო უილსონი.

