“მე ცალსახად ვხედავ, რომ ჩვენი ხალხი ამ საგანგებო მდგომარეობას ვერ გაუძლებს ბოლომდე. ყოველდღე ახალი ვარცხნილობის მქონე ეკატერინე ტიკარაძე გამოდის… ამ ქვეყანაში სილამაზის სალონები დაკეტილია და როდესაც ისინი აწესებენ ნორმებს, არ აქვთ წარმოდგენა რა მდგომარეობაშია ქართველი ხალხი. ხალხი იხვეწება, რომ ბაზარზე გავიდეს და 30 ლარი სახლში მიიტანოს. ამიტომ, “ქართულმა ოცნებამ” უნდა დააჩქაროს შეზღუდვების მოხსნა. არცერთ სამართლებრივ დოკუმენტში გაწერილი არ არის ვადა, რომლის განმავლობაშიც შეამოწმებენ ამ ბიზნესებს, რომ იცავენ სანიტარულ ნორმებს და მისცემენ გასვლის ნებართვებს. “ქართული ოცნება” უნდა მოეგოს გონს, მოხსნას იდიოტური შეზღუდვები, რომელიც მათ სჭირდებათ.”
ანა დოლიძე – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი
აღნიშნული განცხადება დოლიძემ, “პალიტრანიუსის” ეთერში გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ 1-ლი მაისის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 566 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 207 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების შვიდი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5320 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 548.
პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3,337,826 მიაღწია. გარდაიცვალა 235,288 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1,054,833 პაციენტი.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.