საქართველოს პარლამენტში ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი, გოგი მეშველიანი, სოფელ მუშევანში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და აცხადებს, რომ არავინ დაშავებულა.
მისი თქმით, ინცინდენტში მონაწილე ახალგაზრდები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. აღნიშული ინფორმაცია მეშველიანმა, “ინტერპრესნიუსთან” გააკეთა.
„გარკვეულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი, კოვიდინფიცირებული პაციენტების გაყვანის დროს ახალგაზრდები შეესწრნენ. დეტალებს ვარკვევთ“, – აცხადებს მეშველიანი.
როგორც გოგი მეშველიანი აცხადებს, ამ დრომდე კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები სოფელში რჩებიან, თუმცა მათთან მიმდინარეობს კონსულტაციები.
„ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან“, -განაცხადა მეშველიანმა.
შგახსენებთ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში ადგილობრივებმა, ექიმებს, კორონავირუსით ინფიცირებულის კლინიკაში გადაყვანის საშუალება არ მისცეს.
1-ლი მაისის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 566 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 207 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების შვიდი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5320 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 548.
პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3,337,826 მიაღწია. გარდაიცვალა 235,288 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1,054,833 პაციენტი.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.