კორონავირუსი რომელიც ჩინეთში წარმოიშვა ადამიანის მიერ შექმნილი ან გენმოდიფიცირებული არ არის – ამის შესახებ ამერიკის სადაზვერვო სამსახური აცხადებს. ინფორმაციას “როიტერსი” აქვეყნებს.
ამერიკის სპეცსამსახურში აცხადებენ, რომ ისინი გააგრძელებენ ინფორმაციების შესწავლას იმასთან დაკავშირებით, დაიწყო თუ არა ვირუსის გავრცელება დაინფიცირებულ ცხოველთან კონტაქტით და გავრცელდა თუ არა ის ვუჰანის ლაბორატორიიდან შემთხვევით.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3,337,826 მიაღწია. გარდაიცვალა 235,288 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1,054,833 პაციენტი.
1-ლი მაისის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 566 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 207 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების შვიდი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5320 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 548.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

