ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საქართველოს ხელისუფლება ნებისმიერ შესაძლებლობას იყენებს, რათა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიპყროს” – ჯიოევი

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენელი, პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში, მურატ ჯიოევი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ნებისმიერ შესაძლებლობას იყენებს, რათა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიპყროს.

„ახლახან საქართველომ სკანდალი ატეხა იმასთან დაკავშირებით, რომ უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურმა სოფელ ხუმთასთან და ტახტიძირთან საინფორმაციო მაჩვენებლები განათავსა. ეს თემა ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გაგრძელდა. ევროკავშირის, ზოგიერთი დასავლური ქვეყნის და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფის წარმომადგენლები სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ფედერაციის კრიტიკას შეუდგნენ და ბორდერიზაციაში და ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დარღვევაში დაგვადანაშაულეს“, – განაცხადა მურატ ჯიოევმა.

მისივე თქმით, თუ დასავლეთს სურს საქართველოს ცრუ პროპაგანდას დაუჯეროს, ეს მათი საქმეა, თუმცა საერთაშორისო საქმეებში სამართლიანობა მოითხოვს, რომ მოუსმინონ „სამხრეთ ოსეთის“ პოზიციასაც.

იტვირთბა....