თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის, ფაჰრეტინ კოჩას განცხადებით, თურქეთმა კორონავირუსის ეპიდემიის პიკი გადალახა, თუმცა დაავადების გავრცელების მაჩვენებლის შემცირება თანმიმდევრული უნდა იყოს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში „კოვიდ-19“-ით 89 ადამიანი გარდაიცვალა. სულ გარდაცვლილია 3 081 ადამიანი – ინფორმაციას ამის შესახებ, თურქული სააგენტო „ანადოლუს“ ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3,165,235 მიაღწია. გარდაიცვალა 219,513 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 976,081 პაციენტი.
29 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 517 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 178 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ექვსი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5153 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 549.
პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.