ახალი ამბები მთავარი ციტატა

“შესაძლოა, რამდენიმე სავაჭრო ცენტრი მაისში გაიხსნას” – “რითეილ გრუპ ჯორჯია”

“ღია სივრცეებში, რომელ მაღაზიებსაც ცალკე შესასვლელი აქვთ, შესაძლოა, ორი კვირით ადრე გაიხსნას. ჩვენი მაღაზიები განლაგებული არის ღია სივრცეებში, როგორიც არის მაგალითად რუსთაველის გამზირზე არსებული სავაჭრო ცენტრი “მერანი”. იქ ჩვენი მაღაზია ქუჩის მხარეს არის ცალკე შესასვლელით. “ისთ ფოინთიც” პრინციპში არის ღია სივრცე, ყველა მაღაზიას ცალკე შენობა აქვს, ცალკე შესასვლელით, ამიტომ ამაზეც ველდოებით სახელმწიფოს დადგენილებას. ვიმედოვნებთ, რომ ნაწილი ორი კვირით ადრე გაიხსნება.“

რეზო მაღალაშვილი – “რითეილ გრუპ ჯორჯიას” დირექტორი

აღნიშნული განცხადება მაღალაშვილმა, “საქმიანი დილის” ეთერში გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 29 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 517 შემთხვევაა დადასტრებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 178 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ექვსი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5153 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 549.

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3,165,235 მიაღწია. გარდაიცვალა 219,513 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 976,081 პაციენტი.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....