“ოფიციალურად დაქირავებით მომუშავე ადამიანებს, რომლებიც ფორმალურ დასაქმებას ეწეოდნენ, არ დასჭირდებათ არავითარი დამატებითი საბუთების წარმოება და დამატებითი რეგისტრაციები. დაქირავებით დასაქმებული ადამიანები, რომელთაც ხელფასი აღარ ერიცხებათ, არიან უხელფასო შვებულებაში ან გათავისუფლებული სამსახურებიდან, სახელმწიფოსგან მიიღებენ თვეში 200 ლარის ოდენობით დახმარებას, ექვსი თვის განმავლობაში.
თამილა ბარკალაია – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე
ცნობისთვის, 24 აპრილს, პრემიერმა საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს. კერძოდ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა ის პირი, ვინც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სამსახური დაკარგა, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებს. ხოლო, თვითდასაქმებულ მოქალაქეები ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს მიიღებენ.
სოციალური დახმარება გათვალისწინებულია, ასევე, პენსიონერებისა და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვისაც.