მთავარი ციტატა

“ადამიანები, რომლებმაც სამუშაო პანდემიამდე დაკარგეს, უფრო უარეს მდგომარეობაში არიან, ვიდრე სოციალურად დაუცველები”

 “ბევრი ადამიანი არის უმუშევარი, რომლებმაც სამსახური დაკარგეს პანდემიის გამოცხადებამდე. გეგმის მიხედვით, ამ ადამიანებს არანაირი დახმარება ეკუთვნით, რადგან არც ფორმალურად დასაქმებულები არიან და არც არაფორმალურად დასაქმებულები. შესაძლოა, არც სოციალურად დაუცველებიც არ არიან, რომ რაიმე სახის დახმარება მიიღონ. ასეთი ადამიანები უფრო უარეს მდგომარეობაში არიან, ვიდრე სოციალურად დაუცველები. ანუ, ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე დარჩა დახმარების გარეშე. იმიტომ, რომ როცა ასეთი სისტემა გაქვს, როცა არაფორმალური დასაქმების მაჩვენებელი გვაქვს ძალიან მაღალი, მაშინ თუ ეს დახმარება საყოველთაოდ არ გააკეთა, რაც ნიშნავს რომ ყველა უმუშევარ ადამიანს თანაბრად დაეხმარო, მაშინ შენ ძალიან ბევრ ადამიანს უბრალოდ სჯი. ესაა დასჯა ნამდვილად.”

ბექა ნაცვლიშვილი – დამოუკიდებელი დეპუტატი

ამის შესახებ ბექა ნაცვლიშვილმა ონლაინგაზეთ “მეტრონომთან” ინტერვიუში განაცხადა.

ცნობისთვის, 24 აპრილს, პრემიერმა საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს. კერძოდ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა ის პირი, ვინც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სამსახური დაკარგა, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებს. ხოლო, თვითდასაქმებულ მოქალაქეები ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს მიიღებენ.

სოციალური დახმარება გათვალისწინებულია, ასევე, პენსიონერებისა და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვისაც.

იტვირთბა....