ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ეზუგბაიას ცნობით, ექვსი ახალი პაციენტიდან ორი მათგანის ინფიცირების წყარო უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ერთი ახალი პაციენტი მათ ცენტრში გადის მკურნალობას და მისი ინფიცირების წყარო ე.წ. ბოლნისის კლასტერია.

ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებტან განაცხადა.

“რაც შეეხება ახალ პაციენტებს, 6-დან 1 არის თეთრიწყაროს შემთხვევა, 3 საკარანტინე სივრციდან და მათგან 1 ჩვენთანაა, ეს არის ბოლნისის კლასტერიდან და ორის წყარო არის დაუდგენელი და გრძელდება ახლა ამ წყაროს მოძიება. ჩვენთან მოთავსებული ახალი პაციენტის მდგომაროება საშუალო სიმძიმისაა”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამასთან, ეზუგბაიას ცნობით, მათ ცენტრში ამ დროისთვის 42 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან კი სამის მდგომარეობა მძიმეა.

“42 პაციენტიდან უმეტესის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია, ამ ეტაპზე 3 პაციენტი განიხილება, როგორ მძიმე პნევმონიით დაავადებული. მოზარდების რაოდენობა ისევ 11-ია, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იმედია, რომ დაავადების ხანგრძლივობიდან გამომდინარე, მალე დავიწყებთ მათთან გამოჯანრთელების ტესტირებას და მივიღებთ უარყოფით პასუხს,”- განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ექვსით გაიზარდა და 517 გახდა. მათგან  168 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

 

იტვირთბა....