ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ოპოზიცია 6 თვემდე ვერ ითვლის და ჰგონიათ, რომ 6 თვე გადის არა სექტემბერში, არამედ ოქტომბერში..” – კობახიძე

საქართველოში სოციალური დახმარების სისტემა „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში მოწესრიგდა – ამის შესახებ, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ, “პალიტრანიუსის” პირდაპირ ეთერში განაცხადა. რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის კრიტიკას, მთავრობის მიერ წარდგენილ ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით.

„6 თვემდე ვერ ითვლის ოპოზიცია და ჰგონიათ, რომ 6 თვე გადის არა სექტემბერში, არამედ ოქტომბერში? ეს არის წმინდა წყლის დემაგოგია. ძალიან მარტივი ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე გაიცემა ზოგადი სოციალური დახმარება. „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში მოწესრიგდა საქართველოში სოციალური დახმარების სისტემა. მანამდე გაიცემოდა დახმარებები პარტაქტივზე, ახლა არის ობიექტური კრიტერიუმები, როდესაც მონაცემები შედის ბაზაში და ავტომატურ რეჟიმში იღებს ადამიანი დახმარებას. ეს არის ჩვენი მიდგომა საკითხებისადმი. დანარჩენი ყველაფერი არის დემაგოგია. რაც თქვა ბატონმა დავით უსუფაშვილმა, როცა 6 თვე დათვალა და ოქტომბრამდე მივიდა. ეს არის მთლიანად ოპოზიციის სახე, ზოგადად მიდგომა ოპონირებისადმი. ეს უბრალოდ მიუღებელია“, – განაცხადა კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს

შეგახსენებთ, რომ 28 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 511 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 168 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ექვსი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5085 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 558.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3,089,948 მიაღწია. გარდაიცვალა 212,916 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 935,757 პაციენტი.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....