ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თურქეთში, COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 2 992-მდე გაიზარდა

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ით 92 ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, ფარჰეთის კოჩას განცხადებით, ჯამში დაღუპულთა რაოდენობა 2 992-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით დაინფიცირების 2 392 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულია 114 653 ადამიანი.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3,089,948 მიაღწია. გარდაიცვალა 212,916 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 935,757 პაციენტი.

28 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 511 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 168 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ექვსი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5085 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 558.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....