ახალი ამბები მთავარი ციტატა

“საგანგებო მდგომარეობა საჭიროა, ვიდრე ქვეყანა ებრძვის კორონავირუსს” – ირაკლი ჩიქოვანი

“საგანგებო მდგომარეობა საჭიროა, ვიდრე ქვეყანა ებრძვის „კოვიდ-19“-ს, თუმცა სხვადასხვა ეტაპს აქვს სხვადასხვა მოთხოვნები. ჩვენ ამაზე საუბარი შეგვეძლება უფრო მოგვიანებით, მაშინ, როდესაც მივუახლოვდებით საგანგებო მდგომარეობის ამოწურვის ვადას.“

ირაკლი ჩიქოვანი – პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში

აღნიშნული განცხადება ჩიქოვანმა, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირდაპირ ეთერში გააკეთა. ჟურნალისტის კითხვას, დასრულდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა 23 მაისს, პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა უპასუხა, რომ კონკრეტულ ვადებსა და თარიღებზე დღეს საუბარი მისი მხრიდან არასწორი იქნება.

შეგახსენებთ, რომ 27 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 496 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 149 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ექვსი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4932 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 568.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3,025,724 მიაღწია. გარდაიცვალა 209,001 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 893,196 პაციენტი.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....