aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩვენ არ უნდა გვქონდეს წარმოდგენა, რომ დღეიდან გაიხსნება ყველა აგრარული ბაზარი, მათი საქმიანობის განახლება ეტაპობრივად მოხდება”- დათიაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტებში, მათ შორის ქალაქ თბილისში ღია ტიპის აგრარული ბაზრები ეტაპობრივად აღდგება.

ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა მტავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.

“მუნიციპალიტეტებში, მათ შორის ქალაქ თბილისში ეტაპობრივად მოხდება იმ აგრარული ბაზრების ფუნქციონირების აღდგენა, რომელიც ამ მომენტისთვის არ მუშაობდა. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ზოგიერთი აგრარული ბაზარი მუშაობდა გაწერილი, ძალიან მკაფიო წესების დაცვით“, – განაცხადა დავითაშვილმა.

დავითაშვილის განმარტებით, ამჟამად საქართველოში დაახლოებით 80 აგრარული ბაზარია რეგისტრირებული, მაგრამ უმეტესობა გაცემულ მოტხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და შეწსაბამისად, ვერც გაიხსნება.

“უმრავლესი მათგანი ვერ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს და შესაბამისად, ჩვენ არ უნდა გვქონდეს წარმოდგენა, რომ დღეიდან იფუნქციონირებს ყველა ის ბაზარი, რომელიც საქართველოშია ან მიჩვეული ვართ, რომ მუშაობდა. შესაბამისად, ყველა ის აგრარული ბაზარი, რომელიც საჭიროებს მუშაობას, მნიშვნელოვანია, რომ აკმაყოფილებდეს მოთხოვნებს, რომელიც გაწერილია ამ გაიდლაინებში,”- განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში დაწესებული შეზღუდვების პირველი ეტაპის ფარგლებში, დღეიდან ქვეყნის მასშტაბით ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა ნებადართულია.

ასევე, დღეიდან ნებადართულია მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება, მათ შორის, ტაქსების ოპერირება. ასევე, 27 და 28 აპრილს, საგამონაკლისო წესით, ქვეყნის 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა შესაძლებელია. დღეიდან იხსნება შეზღუდვები ონლაინვაჭრობაზეც. მოქალაქეებს ყველა ტიპის პროდუქტის ონლაინ საცალო და საბითუმო შეძენა შეუძლიათ.

იტვირთბა....