“სიტყვა აგრესიული არ მიყვარს არანაირ მიმართებაში, არც სამედიცინო ტერმინოლოგიაში, არც არსად, ჩემგან შორს არის ეს ტერმინი. მაგრამ მე გავაკეთე დაზუსტება, ვისაც მოსწონს ეს ტერმინი-აგრესიული ტესტირება, ასეთი დიდი მოცულობით ჩატარებული ტესტირებისას რომ 25 შემთხვევა გამოვლინდება, ეს არის ძალიან ცოტა და ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება. ასეთ დროს 25 რომ იქნება მხოლოდ დადასტურებული, ნიშნავს, რომ ქვეყანა გამარჯვებულია ამ ეტაპზე.”
მარინა ეზუგბაია – თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი
ამის სესახებ ეზუგბაია ჟურნალისტებთან განაცხადა.
შეგახსენებთ, 25 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ახალ კორონავირუსზე ტესტირება 11 504 ადამიანს ჩაუტარდა. მონაცემების თანახმად, საქართველოში ყველაზე მეტი ტესტი (897) 24 აპრილს ჩატარდა. შედეგად კი ინფიცირების 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.