ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მონაცემები არის სწორი, ეს სტატისტიკა ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა”- ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფიცირებულტა მაჩვენებელი, რაც ქვეყანაში არსებობს, რეალურია და ეს აჩვენებს, რომ ვითარება კონტროლირებადიცაა.

ეზუგბაიას განმარტებით, მისთვის გაუგებარია, საზოგადოების ზოგიერთი ჯგუფს რატომ უჩნდება ეჭვები, რომ სტატისტიკა და მონაცემები დამალულია.

“სტატისტიკური მონაცემები არის აბსოლუტურად ჭეშმარიტი და სწორი. რატომ უჩნდება კითხვები ტელეჟურნალისტების ნაწილს, რომ ეს არ არის სწორი მონაცემები და მონაცემები არის დამალული, არ ვიცი, ასე მგონია, რომ სურვილი აქვთ, რომ მართლა მეტი იყოს. სინამდვილეში არსებული მონაცემები არის სწორი, ეს სტატისტიკა, არის ჩვენი ქვეყნის გამარჯვება, შესაშური სტატისტიკური მონაცემები, რომელიც დადო ქვეყანამ, ეს ერთად უნდა გვიხაროდეს ყველას და ეჭვები ძალიან გთხოვთ ნუ გაქვთ, ერთად უნდა გვიხაროდეს ყველას,“- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, 25 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ახალ კორონავირუსზე ტესტირება 11 504 ადამიანს ჩაუტარდა. მონაცემების თანახმად, საქართველოში ყველაზე მეტი ტესტი (897) 24 აპრილს ჩატარდა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 10-ით გაიზარდა და 496 გახდა. მათგან  149 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

იტვირთბა....