ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თუ ქვეყანას არ დასჭირდება განმეორებით და ხშირად აგრესიული ტესტირება, ეს ნიშნავს, რომ დაავადების გავრცელება იქნება ისევ ზომიერი და კონტროლირებადი”- ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია რამდენიმე დღის წინ აგრესიულ ტესტირებებზე მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით არსებულ კრიტიკას ეხმიანება.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საზოგადოების ნაწილმა მისი ნათქვამი არასწორად გაიგო.

ეზუგბაიას განმარტებით, განცხადებაში მან იმედი გამოთვა, რომ ქვეყანას განმეორებითი და ხშირად ჩატარებული აგრესიული ტესტირება აღარ დასჭირდება.

“ეს იყო ჩემი სურვილი, რატომ იგებს ადამიანების ნაწილი ამას ისე, როგორც ფაქტს, მე არ ვიცი, მაგრამ მე გამოვხატე ჩემი სურვილი, რომ ქვეყანას თუ არ დასჭირდება განმეორებით და ხშირად აგრესიული ტესტირება, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან დაავადების გავრცელება იქნება ისევ ზომიერი და კონტროლირებადი, მე განმარტება გავაკეთე ამ მოცემულობასთან მიმართებაში.

ვინ როგორ გაიგო, არ ვიცი, მაგრამ განმარტებას გავაკეთე – ჩინეთიდან ჩამოფრენილი პაციენტები ჩვენს ცენტრში პირველად მოვიდნენ პირველ თებერვალს, პირველი თებერვლიდან დაიწყო ბრძოლა ამ პრობლემის წინააღმდეგ და სახელმწიფო, ანუ მთავრობა და ჯანდაცვის სამსახური, თვისი შესაბამისი სამსახურებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და თავდაპირველად მხოლოდ ჩვენი ცენტრი, ეწეოდნენ ერთობლივად, როგორც ერთი ორგანიზმი, მუშაობას. პირველი ეტაპი, რასაც ჰქვია შეკავების პერიოდი, შესაშური შედეგებით დამთავრდა და სტატისტიკური მონაცემები იყო საკმაოდ დაბალი. რატომღაც ყოველთვის ეჭვები იქმნება, რომ სტატისტიკური მონაცემები გაყალბებულია. ეს ასე არ არის, რადგან გაყალბება ვერასდროს შეაჩერებს იმ პროცესებს, რასაც ჰქვია კოვიდდაავადებული პაციენტების მატება და მასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა. შევხედოთ ევროპის ქვეყნებს და ვნახოთ, რა მდგომარეობაში არიან. შეკავების პერიოდი ჩვენ და ამ სტრუქტურებმა ერთად დავამთავრეთ და როცა დაგვეწყო შიდა გავრცელება, რომელიც ძალიან რთული მოსაგვარებელი იყო, სახელმწიფომ ადეკვატური ნაბიჯები გადადგა. აღკვეთის ღონისძიებები, რაც განხორციელდა, აბსოლუტურად ადეკვატური იყო, მოქალაქეების მაღალი პასუხისმგებლობაც შესაბამისად მიყვებოდა ამ სიტუაციას“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, მარინა ეზუგბაიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადამ, რომ ერთ დღეში ინფიცირების 25 ახალი შემთხვევის გამოვლენა გაფართოებული ტესტირების შედეგია.

ცნობისთვის, 25 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ახალ კორონავირუსზე ტესტირება 11 504 ადამიანს ჩაუტარდა. მონაცემების თანახმად, საქართველოში ყველაზე მეტი ტესტი (897) 24 აპრილს ჩატარდა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 10-ით გაიზარდა და 496 გახდა. მათგან  149 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

იტვირთბა....