ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თუ პიკს ასეთი სტატისტიით გადავივლით, იმედია შემოდგომამდე გარკვეულწილად თავდაცულები ვიქნებით”-ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, პიკური პერიოდი ქვეყანაში შიდა გავრცელებიდან 7-8 კრისი შემდეგ დგება, ხოლო თუ პიკის დროს არსებული დინამიკა შენარჩუნდა, კარგი იქნება.

ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

“როცა შიდა გავრცელება დაიწყო, იქიდან მეშვიდე, მერვე კვირა უნდა გადავთვალოთ. თუ არ ვცდები, დაახლოებით, აპრილის პირველი კვირის ბოლოს გამოცხადდა შიდა გავრცელება და გადავთვალოთ 7-8 კვირა. პიკს ასეთი სტატისტიკური მონაცემებით თუ გადავივლით, იმედია, რომ შემოდგომამდე გარკვეულწილად თავდაცულები ვიქნებით, მაგრამ  ვნახოთ, წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან და ვნახოთ, როგორ დავითვლით ჩვენც“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 10-ით გაიზარდა და 496 გახდა. მათგან  149 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ცნობისთვის, 25 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ახალ კორონავირუსზე ტესტირება 11 504 ადამიანს ჩაუტარდა. მონაცემების თანახმად, საქართველოში ყველაზე მეტი ტესტი (897) 24 აპრილს ჩატარდა.

იტვირთბა....