“ხელისუფლებამ დაუშვა სერიოზული შეცდომა, ერთი თვით დააგვიანა ქვეყანაში მასობრივი ტესტირების დაწყება და დღესაც არ არის იმ ზომით, რაც არის საჭირო ამ ვითარებაში. რისკის ქვეშ დააყენა ათასობით ადამიანი და, პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალი და ახლა ღვრიან ნიანგის ცრემლებს. უნდათ ეს პროცესი გადააბრალონ ოპოზიციას, კრიტიკასაც კი უკრძალავენ და მორალურ ტერორს ეწევიან. თურმე, მათი შეცდომის გაკრიტიკება და მხილება არ შეიძლება. დღესაც, საქართველო არის ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყანა სწრაფი ტესტების ჩატარების მიხედვით. ეს იმას ნიშნავს, რომ უამრავი ადამიანი, რომელიც ვირუსის მატარებელი და გადამცემია არის გამოუვლენელი. ეს არის ხელისუფლების პირდაპირი პასუხისმგებლობა, მათი შეცდომა. შეცდომას უნდა აღიარება და არა ჯიუტად იმის მტკიცება, რომ ტესტები პანაცეა არ არის“
რომან გოცირიძე, პარლამენტის ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე
“ინტერპრესნიუსი”