ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ჩვენ ახლა პიკში ვართ და ვეცდებით, ეს პიკი იყოს პატარა გორაკი და არა ჯომოლუნგმა”

„ამას საკმაო ხანია, ვამბობდით, რომ აპრილის ბოლო კვირა, მაისის დასაწყისი, ყველა გათვლებით, უნდა ყოფილიყო ქვეყანაში ავადობის პიკი. ძალიან დიდი ბოდიში იმასთან, თუ ვინმეს იმედები გავუცრუეთ და ეს პიკი არ არის ათასობით, არამედ არის ათეულობით შემთხვევა. დიახ, ჩვენ ახლა, წესით, პიკში ვართ და ჩვენი ამოცანაა, ეს პიკი, რაც შეიძლება მეტი ხანი დავიჭიროთ პლატოზე და, როგორც ერთმა ჩემმა კოლეგამ კარგად თქვა, ეს არ იყოს ჯომოლუნგმა, იყოს პატარა გორაკი“

პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსით მე-6 პაციენტი, 83 წლის კაცი გარდაიცვალა.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კოვიდინფიცირების 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 485 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 139 მოქალაქე.

ქვეყანაში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4928, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 522 პირი.

იტვირთბა....