ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“რა აზრი აქვს თეთრ სახლში პრესკონფერენციებს” – ტრამპი მედიას აკრიტიკებს

ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, თეთრ სახლში ბრიფინგების ჩატარების აზრს ვეღარ ხედავს.

ტრამპი “ტვიტერზე” წერს, რომ მედია მხოლოდ მტრულ შეკითხვებს სვამს და ყალბ ახალ ამბებს ავრცელებს.

„რა აზრი აქვს თეთრ სახლში პრესკონფერენციების ჩატარებას, როდესაც ყალბი მედია არაფერს გეკითხება გარდა მტრული კითხვებისა, შემდეგ კი სიმართლის გაშუქებაზე უარს ამბობს.

ისინი იღებენ მაღალ რეიტინგს, ამერიკელი ხალხი კი არაფერს იღებს ყალბი ახალი ამბების გარდა. ისინი არც დროის და არც რაიმე ძალისხმევის ღირსნი არიან“, – წერს ტრამპი “ტვიტერზე”.

იტვირთბა....