ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთაში, კორონავირუსით 95 წლის ქალი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, პაციენტს თანმდევი ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა.
კოვიდინფიცირებულ ქალს ვირუსის დიაგნოზი 11 აპრილს დაუდგინდა, მაგრამ ის თავდაპირველად საავადმყოფოში გადასვლაზე უარს აცხადებდა.
მდგაომრეობის გაუმჯობესების შემდეგ ის კლინიკაში 20 აპრილს გადაიყვანეს.
საავადმყოფოში შესვლისას პაციენტს ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია, ასევე მწვავედ გამოხატული ჰიპერტონია და თირკმლის ქრონიკული უკმარისობა აღენიშნებოდა.