ჩინეთის დედაქალაქში, პეკინში, მოქალაქეები, რომლებიც საზოგადოების თავშეყრის ადგილებში არ გაიკეთებენ პირბადეს და არ დაიცავენ სოციალურ დისტანციას, დაჯარიმდებიან.
პეკინში მამაკაცები ვალდებული არიან, სიცხეშიც კი არ გაიხადონ მაისურები.
ქალაქში ე.წ არაცივილურ ქცევასთან დაკავშირებით რეგულაციები აქამდეც მოქმედებდა, მაგალითად, აკრძალულია ქუჩაში ნაგვის დაყრა და კონკრეტულ ადგილებში სიგარეტის მოწევა.