aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ჩვენს ირგვლივ გახდებიან ავად და სამსახურში კარანტინი არ იქნება საჭირო, ვივლით ბარებსა და რესტორნებში, თუმცა შევინარჩუნებთ სიფრთხილეს” – ცერცვაძე

„ჩვენ ვალდებულნი ვიქნებით, ეს ტალღა შევარბილოთ და შემდეგ ვისწავლოთ თანაცხოვრება კოვიდთან. კოჰაბიტაცია ვირუსთან – ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიცხოვრებთ ჩვეულებრივ, ვიმუშავებთ, ვივლით ბარებსა და რესტორნებში, მაგრამ კარგა ხანს შევინარჩუნებთ სიფრთხილეს, როგორიც არის ნიღბები, სოციალური დისტანცია. შეგუებული ვიქნებით იმას, რომ ჩვენს გვერდით გახდებიან ადამიანები კოვიდით ავად და თითოეული ეს შემთხვევა არ გახდება სამსახურის კარანტინში გადაყვანის მიზეზი და ის განაგრძობს მუშაობას.“

aviabiletebi
ავიაბილეთები

თენგიზ ცერცვაძე – თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი

აღნიშნული განცხადება ცერცვაძემ, “ფორმულას” პირდაპირ ეთერში გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 25 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 456 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 139 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ხუთი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5206 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,865,205 მიაღწია. გარდაიცვალა 199,984 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 816,658 პაციენტი.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....