aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

“შედეგით იზომება ყველაფერი და საქართველო დებს შედეგს, ჩვენ გვყავს მხოლოდ 5 გარდაცვლილი” – ცერცვაძე

“შედეგით იზომება ყველაფერი და საქართველო დებს შედეგს, რომელიც არ აქვს ევროპაში პრაქტიკულად არცერთ ქვეყანას. რაც არ უნდა ილაპარაკო, რომ პლაქვენილი არ ვარგა, საშიში პრეპარატია, ეს არის, ის არის, ჩვენ ყველა საშუალო და მძიმე ავადმყოფს პლაქვენილით ვმკურნალობდით და შედეგი გვაქვს ის, რომ 5 გარდაცვლილი გვყავს სულ.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

თენგიზ ცერცვაძე – თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი

აღნიშნული განცხადება ცერცვაძემ, “ფორმულას” პირდაპირ ეთერში გააკეთა. მისი თქმით, პლაქვენილით მკურნალობის პროტოკოლიდან ამოღება არ იგეგმება, რადგან მასზე უკეთესი პრეპარატი ამ კუთხით ჯერ არ გამოჩენილა.

შეგახსენებთ, რომ 25 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 456 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 139 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ხუთი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5206 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,865,205 მიაღწია. გარდაიცვალა 199,984 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 816,658 პაციენტი.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....