თურქეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ით 106 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყნის მასშტაბით ჯამში 2 706 პაციენტია დაღუპული.
ბოლო 24 საათში, ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 2 861-ით გაიზარდა და ჯამში 107 773 შეადგინა.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით, თურქეთი მსოფლიოში მე-7 ადგილს იკავებს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,865,205 მიაღწია. გარდაიცვალა 199,984 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 816,658 პაციენტი.
25 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 456 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 139 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ხუთი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5206 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.