ახალი ამბები მთავარი ციტატა

“მიზნობრივი ტესტირება არის ჩვენი სტრატეგია, რომელსაც ვიყენებთ” – თამარ გაბუნია

“მიზნობრივი ტესტირება არის ჩვენი სტრატეგია, რომელსაც ვიყენებთ, რომ მაქსიმალურად ადრე გამოვავლინოთ ყველა შესაძლო ინფიცირებული. დღეს ამ თემამ ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია. პირველი, რაც მინდა, გთხოვოთ, რომ შევთანხმდეთ განმარტებებზე და აგრესიული ტესტირება ჩავანაცვლოთ მიზნობრივი ტესტირებით, რადგან ეს არის ტერმინი, რომელიც უკეთესად აღწერს იმას, რაც ხდება. ამ შემთვევაში, საქმე გვაქვს მიზანმიმართულ ტესტირებასთან იმ ჯგუფში, რომელსაც ვირუსის გავრცელების განსაკუთრებული მაღალი რისკი აქვს.”

თამარ გაბუნია – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე 

შეგახსენებთ, რომ 25 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 456 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 139 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ხუთი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5206 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,865,205 მიაღწია. გარდაიცვალა 199,984 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 816,658 პაციენტი.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....