ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ღმერთმა დაინახა, რა დაუდევრად ვექცევით ეკოლოგიას და ამის გამო თავში ჩაგვარტყა” – ლუკაშენკო

„კორონავირუსი ღვთის სასჯელია, რომელიც მან კაცობრიობას მოუვლინა, რადგან ადამიანები არასათანადო ცხოვრების წესს მისდევდნენ და ეკოლოგიას არ უფრთხილდებოდნენ. მე ერთხელ ვთქვი, რომ ღმერთმა დაინახა, რა დაუდევრად ვექცევით ეკოლოგიას. დაინახა, რომ ჩვენი ცხოვრების წესი საერთოდ არ შეესაბამება იმ კრიტერიუმებს, რაც უნდა იყოს დაცული. ამის გამო თავში ჩაგვარტყა.”

ალექსანდრ ლუკაშენკო – ბელარუსის პრეზიდენტი

აღნიშნული განცხადება ლუკაშენკომ ე.წ. შაბათობაზე გააკეთა, რომელიც ბელარუსში „კოვიდ-19“-ის გავრცელების მიუხედავად მაინც გაიმართა.

ბელარუსში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულია 9 590 ადამიანი, გარდაიცავალა 67 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,865,205 მიაღწია. გარდაიცვალა 199,984 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 816,658 პაციენტი.

25 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 456 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 139 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ხუთი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5206 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....