aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

“პანდემიის დაძლევის შემდეგ, შეგვიძლია ამ ვირუსს მოვექცეთ ისე, როგორც ტუბერკულოზს, ან თუნდაც გრიპს” – ცერცვაძე

“როდესაც პანდემიას დავძლევთ, შეგვიძლია, მოვიქცეთ ამ ვირუსის მიმართ ისე, როგორც ვიქცევით, ტუბერკულოზის, ან თუნდაც გრიპის მიმართ. საქართველოში ყოველწლიურად ტუბერკულოზის ათასამდე შემთხვევა ფიქსირდება, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ეს არ ხდება განსაკუთრებული განგაშის საგანი. მომავალში, როდესაც პანდემიას დავძლევთ, შეგვიძლია, მოვიქცეთ ამ ვირუსის მიმართ ისე, როგორც ვიქცევით, ტუბერკულოზის, ან თუნდაც გრიპის მიმართ. ამისთვის, აუცილებელია, რომ ეპიდემია იყოს გაშვებული დაღმავალი გზით, მასობრივი ტესტირება ამაში მხოლოდ დაგვეხმარება.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

თენგიზ ცერცვაძე – თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი

შეგახსენებთ, რომ 25 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 456 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 139 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ხუთი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5206 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,865,205 მიაღწია. გარდაიცვალა 199,984 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 816,658 პაციენტი.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....