ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ბიძინა ივანიშვილზე მაგარი ხალხი მოუნელებია ამ ქვეყანას..” – გუბაზ სანიკიძე

“ეროვნული ფორუმის” ლიდერმა, გუბაზ სანიკიძემ, “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მსოფლიოში, კორონავირუსის პანდემიის დროს, ორად ორი ლიდერი არის დამალული და ესენი არიან, ბიძინა ივანიშვილი და ვლადიმერ პუტინი.

“ნებისმიერი ქვეყნის მეთაური დღეში ერთხელ მაინც ჩნდება და ჩნდება სამუშაო ვითარებაში. ორად ორი კაცი არის დამალული მსოფლიოში ახლა ლიდერაბიდან, ეს არის: ბიძინა ივანიშვილი და ვლადიმერ პუტინი. ორი კაცი ჩაჯდა ბუნკერში. დანარჩენი ყველა მუშაობს” – აცხადებს სანიკიძემ.

ჟურნალისტის კითხვას ივანიშვილის ერთ-ერთ ვიდეოში გამოჩენასთან დაკავშირებით, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, სანიკიძე პასუხობს, რომ ის ჰგავს თურქმენეთის პრეზიდენტს და მალე მის მსგავსად საზოგადოებას “ვეფხისტყაოსნის” გაგრძელებას წაუკითხავს.

“ივანიშვილი პარანოიკია ჩამოყალიბებული. თურქმენეთში არის ასეთი პრეზიდენტი, რომელიც მღერის ცეკვავს, ლექსებს წერს, იგივე დაიწყო ივანიშვილმა. არ გაგიკვირდეთ, რომ უახლოეს პერიოდში ის გამოვიდეს და წაგვიკითხოს ვეფხისტყაოსნის გაგრძელება. ვეღარ არის ჯანზე ეს კაცი. როდის უნდა მივხვდეთ ამას?! ივანიშვილმა არ იცის, რომ ჭორვილას ვერ მოაწყობს აქ და საქართველო ჭორვილად არ გადაიქცევა. მაგაზე მაგარი ხალხი მოუნელებია ამ ქვეყანას. თემურ ლენგი მოგვინელებია ბოლოს და ბოლოს ბიძინა ვინ მიგდია. ღუპავს ქვეყანას და აქცევს იმიტომ, რომ მიშაფობია სჭირს. ახალი დაავადება გაჩნდა: მიშაფობია იმიტომ, რომ ყველგან მიშა ელანდებათ” – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

იტვირთბა....