aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ჩემი პოზიცია ასეთია, რომ ჩვენ მოგვიწევს ვირუსთან, ამ კოვიდთან თანაცხოვრება” – ცერცვაძე

„პირადად მე არ მგონია, რომ ეს ასე იოლად მოხერხდება. მაინც ვფიქრობ, რომ ჯერ იქნება მატება, სადღაც თვის ბოლოს მივაღწევთ პიკს, შემდეგ იქნება პლატო, და შემდეგ შეიძლება, წავიდეს ვთქვათ დაღმავალი გზით. ჩემი პოზიცია ასეთია, რომ ჩვენ მოგვიწევს ვირუსთან, ამ „კოვიდთან“ თანაცხოვრება, ე.წ. კოჰაბიტაცია.“

aviabiletebi
ავიაბილეთები

თენგიზ ცერცვაძე – თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი

აღნიშნული განცხადება ცერცვაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ 25 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 456 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 139 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ხუთი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5206 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,865,205 მიაღწია. გარდაიცვალა 199,984 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 816,658 პაციენტი.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....