ახალი ამბები მთავარი სამართალი

ყანდაურში ერთი წლის წინ მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნოდარ გამყრელიძე დააკავეს, რომელიც თავდაპირველად ბრალდებული 85 წლის ომარ გამყრელიძის შვილია

ყანდაურში ერთი წლის წინ მომხდარი მკვლელობის საქმეზე, კახეთის პოლიციის სამხარეო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნოდარ გამყრელიძე დააკავეს, რომელიც თავდაპირველად ბრალდებული 85 წლის ომარ გამყრელიძის შვილია. სამართალდამცველები მას ერთი წლის განმავლობაში ეძებდნენ და ცოტა ხნის წინ საკუთარ სოფელში მიაკვლიეს.

შეგახსენებთ, რომ შსს-ს მიერ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, 85 წლის ომარ გამყრელიძემ ცეცხლსასროლი იარაღით შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა, ავადმყოფი მეუღლე კი დაჭრა, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა. გამყრელიძე დააკავეს და სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოგვიანებით ის 2000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს.

ყანდაურაში მკვლელობა გასული წლის 3 მაისს მოხდა.

ამავე საქმეზე ბრალდებულ ომარ გამყრელიძის შვილიშვილიც დააკავეს. მას იარაღის უკანონო – შეძენა – შენახვას ედავებოდნენ. გასული წლის ნოემბერში პატიმრობიდან ისიც გათავისუფლდა.

იტვირთბა....