ახალი ამბები მთავარი სამართალი

კომენდანტის საათის დროს ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

ავტოსაგზაო შემთხვევა კომენდანტის საათის დროს მსხვერპლით დასრულდა – ამის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

არსებული ცნობით, შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში მოხდა. ადგილობრივი მკვიდრი, 40 წლამდე კაცი, საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მან სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯებირი გაარღვია და მდინარეში გადავარდა.

მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

 

იტვირთბა....