„ვერ ისწავლა ამ ხალხმა ჭკუა. აი, ასეთი ჟრიამული ატეხეს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად ინიშნებოდა, მაგრამ მერე რა, რას მიაღწიეს?! რაღაც წერილები დაჯღაბნეს და ამით მორჩა. როგორც იტყვიან, ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის. ხოდა ამ ძაღლის ხსენებაზე, ძაღლივით იქცევიან, რომელიც თივაზე ზის, არც თვითონ ჭამს და არც სხვას აჭმევს. იმის ნაცვლად, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყნისათვის გამოეყენებინათ, ახლა ხელს უშლიან, რომ უკრაინის სახელმწიფოს გამოადგეს. მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ისინი ხედავენ, რომ მიშა არის ჩაუძირავი”
რომან გოცირიძე, პარლამენტის ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე
“ინტერპრესნიუსი”
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისგან მან უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობის დაკავების შეთავაზება მიიღო.