ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ახალციხის ცხელების ცენტრში შუახნის კაცს COVID 19 დაუდგინდა

ახალციხის ცხელების ცენტრიდან კორონავირუსით ინფიცირებული შუახნის კაცი გორის ჰოსპიტალშია გადაყვანილი – ამის შესახებ “პირველ არხს” ცენტრის დირექტორმა, გიორგი ბარძიმაძამ განუცხადა.

გიორგი ბარძიმაძის განმარტებით, ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმე არაა და ის არც რისკჯგუფში შედის.

ამასთან, ბარძიმაძე აცხადებს, რომ მისთვის უცნობია მამაკაცის დაინფიცირების წყარო და ასევე ის, მიეკუთვნება თუ არა პაციენტი რომელიმე არსებულ კლასტერს.

ახალციხის ცხელების ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, მამაკაცი კლინიკაში გუშინ შეიყვანეს, გორში კი დღეს გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 456 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 132 მოქალაქე.

გარდა ამისა, დღეს დილით მიღებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებით, ბოლნისში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გავრცელებული ცნობით, კორონავირუსი დაუდგინდათ ამ დრომდე ბოლნისში დადასტურებული შემთხვევების მჭიდრო კონტაქტებს.

იტვირთბა....