ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საქართველომ იანუკოვიჩი რომ დანიშნოს ვიცე-პრემიერად, რას მოიმოქედებენ უკრაინელები?!” – კობახიძე

“რას მოიმოქმედებენ ჩვენი უკრაინელი მეგობრები იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტდა მაგალითად ვიქტორ იანუკოვიჩის დანიშვნას საქართველოს ვიცე-პრემიერის პოსტზე?!” – აღნიშნული განცხადებით, საპარალმენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე, უკრაინაში ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ვიცე-პრემიერად დანიშვნას ეხმაურება.

“ბუნებრივია, ამაზე რეაქცია გვექნება, რადგან თუ ასეთი რამ მოხდა ეს იქნებოდა არამეგობრული ნაბიჯი. გვაქვს კონსულტაციები ჩვენ მეგობრებთან უკრაინის პარლამენტში. რა თქმა უნდა, პირველ რიგში მმართველ პარტიასთან. არაერთი მეგობარი გვყვავს უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში. ვფიქრობთ მათ შორის ჩვენი კონსულტაციების საფუძველზე, უკრაინელი დეპუტატები რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ. კარგად ვიცით რას ნიშნავს მიხეილ სააკაშვილის ყოფნა სახელმწიფოს სამსახურში და რა საფრთხეებთან არის დაკავშირებული მისი ასეთი მდგომარეობა. ამას ბუნებრივია ჩვენს უკრაინელ მეგობრებს არ ვუსურვებთ. კითხვას დავსვამ, რას მოიმოქმედებენ ჩვენი უკრაინელი მეგობრები იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტდა მაგალითად ვიქტორ იანუკოვიჩის დანიშვნას საქართველოს ვიცე-პრემიერის პოსტზე?! მათი რეაქცია აბსოლუტურად იგივე იქნებოდა, რადგან იანუკოვიჩმა ზუსტად ის უბედურება დააწია საკუთარ ქვეყანას, რაც სააკაშვილმა-საქართველოს. ამიტომ ჩვენი პოზიცია აბოსულუტურად ბუნებრივია,”- განაცხადა კობახიძემ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირდაპირ ეთერში.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისგან უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობის დაკავების შეთავაზება მიიღო.

იტვირთბა....