ახალი ამბები მთავარი ციტატა

“რატომ ალპობენ 600 მილიონს საპენსიო ფონდში, დაუბრუნეთ ოჯახებს” – ელისაშვილი

“ფული უნდა მისცეს მთავრობამ იმ ხალხს, რომელსაც ლუკმა-პური აღარ აქვს სამსახურის დაკარგვის გამო. და უთხრეს, 200 ლარს მოგცემთ 6 თვის განმავლობაში, სოცდაუცველებს – 100 ლარსო… საარსებო მინიმუმი, საქსტატის მიხედვით, 206 ლარია.რომ ალპობენ 600 მილიონს საპენსიო ფონდში, დაუბრუნეთ ოჯახებს. ერთ საშუალო სტატისტიკურ ქართულ ოჯახს უკვე დაგროვილი აქვს ეს თანხები.
უამრავი ადამიანი სამსახურის, შემოსავლის გარეშე დარჩა და გამოკეტილია სახლში. მოდით, შემოვიჭიროთ ქამრები! აი, ამ სიტყვას ველოდებოდი.”

ალექსანდრე ელისაშვილი – “სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერი

აღნიშნული განცხადებით ელისაშვილი, მთავრობის მიერ წარდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას ეხმაურება.

დღეს, პრემიერმა საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს

შეგახსენებთ, რომ 24 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 431 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 132 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ხუთი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5888 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,762,532 მიაღწია. გარდაიცვალა 193,231 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 763,272 პაციენტი.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....