ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პირველად ჩვენს ცენტრში მოხდა არაინვაზიური ვენტილაცია და საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა”- ეზუგბაია

კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტებიდან ერთი მათგანი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსდა, რომლის ინფიცირების წყარო ამ დროისთვის უცნობია.

ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

“გუშინ ჩვენთან მოთავსდა ერთი ახალი პაციენტი, რომლის წყაროც დადგენილი არ არის.  დანარჩენი პაციენტები, რომლებიც ბოლო 24 საათში გამოვლინდნენ, როგორც ვიცი, არსებული წყაროების კონტაქტებია. მხოლოდ ჩვენთან  არის მოთავსებულია ისეთი, რომელსაც სჭირდება წყაროს დადგენა,”- აცხადებს ეზუგბაია.

ამასთან, როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, არაინვაზიური ვენტილაციის გამოყენება პირველად მათ ცენტრში მოხდა, რაც საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა.

“ხუთი კრიტიკული პაციენტი გვყავდა და პირველად ჩვენს ცენტრში მოხდა არაინვაზიური ვენტილაცია, თითქმის ყველა პაციენტთან იყო გამოყენებული ეს რეჟიმი და საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შედეგად, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 431-მდე გაიზარდა.

114 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 5126 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 578 პირი.

იტვირთბა....