ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევაა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შედეგად, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 431-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

ოფიციალური ინფორმაციით, 431 ადამიანიდან 114 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 5126 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 578 პირი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ცნობისთვის, 23 აპრილს  საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევათა გამოვლინდა, 22 აპრილის მონაცემებით კი, მხოლოდ 3 შემთხვევა.

21 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო სამი დღის განმავლობაში ჯამში ინფიცირების 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ვირუსის ინფიცირების ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 17 აპრილს დაფიქსირდა. ამ დღის მონაცემებით, ქვეყანაში 34 ინფიცირების ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

იტვირთბა....