მთავარი ციტატა

“აქ დაავადების გავრცელებაა და უკან დაგვრჩებათ ეს კიტრი”- რეხვიაშვილი მარნეულის მოსახლეობას

“აქ დაავადების გავრცელებაა და უკან დაგვრჩებათ ეს კიტრი.”

შოთა რეხვიაშვილი – ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული

აღნიშნულით რეხვიაშვილმა მარნეულში შეკრებილ მოსახლეობას, რომლებიც პროდუქციის ჩაბარებისას სოციალურ დისტანცირებას არ იცავენ. მანამდე რწმუნებულმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროდუქციის ჩაბარების ეტაპი რეკომენდაციების დარღვევით მიმდინარეობს, რაც საგანგაშოა. 

ცნობისთვის, მას შემდეგ რაც  მარნეულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ პროდუქტების რეალიზების მთთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა, მთავრობამ მათი მოთხოვნილება დააკმაყოფილა. მუნიციპალიტეტში რამდენიმე კომპანიის დისტრიბუცია შევიდა, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობისგან  პროდუქტის შესყიდვა-რეალიზაციას ახდენენ.

22 აპრილს მარნეულში მოქალაქეებმა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ დაწესებული შეზღუდვების გამო, პროდუქტების რეალიზებას ვერ ახდენენ და ამით შემოსავლის წყარო დაკარგეს.

იტვირთბა....