“ახლა პროდუქციის ჩაბარების ეტაპია, მაგრამ ეს ეტაპი რეკომენდაციის, სოციალური დისტანცირების, დაავადების გავრცელების პრევენციის დარღვევით მიმდინარეობს და ეს ძალიან საგანგაშოა. რადგან ეს პირველი დღეა და ამ პროცესში ჩართვა დავიწყეთ, წესრიგი იქნება, თუმცა, დღევანდელი დღე იმედის მომცემი არაა იმ კუთხით, რომ ამ დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით სწორ ნაბიჯებს არ ვდგამთ, პირდაპირ ვამბობ, საზოგადოებრივ წესრიგს ვერ ვიცავთ, რაც აუცილებლად დასაცავია.”
შოთა რეხვიაშვილი – ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული
ამის შესახებ რეხვიაშვილმა “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა.
ცნობისთვის, მას შემდეგ რაც მარნეულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ პროდუქტების რეალიზების მთთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა, მთავრობამ მათი მოთხოვნილება დააკმაყოფილა. მუნიციპალიტეტში რამდენიმე კომპანიის დისტრიბუცია შევიდა, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობისგან პროდუქტის შესყიდვა-რეალიზაციას ახდენენ.
22 აპრილს მარნეულში მოქალაქეებმა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ დაწესებული შეზღუდვების გამო, პროდუქტების რეალიზებას ვერ ახდენენ და ამით შემოსავლის წყარო დაკარგეს.