ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს გამოვლენილი ინფიფირებული 9 ახალი პაციენტიდან 8 მათგანის წყარო ცნობილია.
ამის შესახებ ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ეზუგბაიას ინფორმაციით, მათ კლინიკაში 44 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, საიდანაც 17 პაციენტს პნევმონია აღენიშნება.
თუმცა, როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კრიტიკული პაციენტები აღარ არიან.
“დღე-ღამის განმავლობაში 9 დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა, ამ 9 პაციენტიდან წყაროები 8-სთან მიმართებაში ცნობილია, მხოლოდ 1 პაციენტის წყაროს დადგენა და მოკვლევა ხდება ახლა.
44 დადასტურებული პაციენტიდან 17 გვყავს მძიმე პნევმონიით. საბედნიეროდ, კრიტიკული პაციენტები უკვე აღარ გვყვს. 7 მოზარდის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, რამდენიმე დღეში ალბათ გამოჯანმრთელების პირველი ტესტის ჩატარება დაგვჭირდება და შესაბამის მონაცემებსაც მოგახსენებთ,”- აცხადებს მარინა ეზუგბაია.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევათა გამოვლინდა და საერთო რაოდენობა 420 გახდა. მათგან, 107 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 5223 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 584 პირი.
24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რიცხვი 9-ით გაიზარდა.