“თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ნახევარი მილიონი ლარის საათი უკეთია და არცერთი არ არის შეტანილი მის დეკლარაციაში. ეს ხელისუფლება არის თხემით ტერფამდე კორუმპირებული. საიდან აქვს ეს საათები და თუ აქვს დეკლარაციაში რატომ არ აქვს შეტანილი.”
ნიკა მელია – “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი
აღნიშნული განცხადება მელიამ, “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში გააკეთა.
“რადიო თავისუფლების” ჟურნალისტის, გიორგი მგელაძის ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი ცოლის საკუთრებაში არსებული მაჯის საათების კოლექციის ღირებულება, 550 ათას ლარს შეადგენს. რაც, დაახლოებით 100 000 ლარით აღემატება შემოსავალს, რომელიც ღარიბაშვილმა 2012-2019 წლებში მიიღო.