ახალი ამბები მთავარი ციტატა

“გახარია, რომ დღეს მოსულიყო, მისთვის პოლიტიკურად მომგებიანი იქნებოდა” – ლევან კობერიძე

„გახარია თავისი ვიზუალით არა მგონია, ჩემთვის გადამწყვეტი იყოს. იდგებოდა თუ არა ამის გამო დავაჭერდი მწვანეს, აქ მთავარია რას იტყოდა. თუმცა, პრემიერი როგორც ერთ-ერთი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი, მმართველი გუნდის წარმომადგენელი, ეს არის პოლიტიკური პოზიცია, მით უმეტეს საგანგებო სიტუაციის დროს. ვფიქრობ, დღეს მოსულიყო და თუ კი დალაგებული აქვს ყველაფერი, მეტ-ნაკლებად ხარვეზებით თუნდაც, უბრალოდ, ეს ინფორმაცია მოეყოლა, პოლიტიკური ანგაჟირების გარეშე დავსვამდით კითხვებს. სხვა ქვეყნებში ნახეთ, ტრამპი დგას და ყველაფერზე ისაა პასუხისმგებელი. ის, რომ დღეს მოსულიყო, მისთვის პოლიტიკურად მომგებიანი იქნებოდა. როგორც ჩანს, ეს გეგმები არ არსებობს.“

ლევან კობერიძე – საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი

აღნიშნული განცხადება კობერიძემ, “ფორმულას” პირდაპირ ეთერში გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 22 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 416 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 107 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ხუთი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5160 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 579.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,588,351 მიაღწია. გარდაიცვალა 180,015 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 706,481 პაციენტი.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....