„ჩვენ ღრმად დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ დროულად არ შეატყობინა ჯანმოს ახალი კორონავირუსის აფეთქების შესახებ. მას შემდეგ, რაც კომუნისტურმა პარტიამ ჯანმოს ინფორმაცია გადასცა კორონავირუსის აფეთქების შესახებ, ჩინეთმა სრული ინფორმაცია არ გააზიარა. ჩინეთმა დამალა თუ რაოდენ სახიფათო იყო ეს დაავადება. ერთი თვის განმავლობაში არაფერი უთქვამთ ადამიანიდან ადამიანზე ვირუსის მდგრადი გადაცემის შესახებ.“
მაიკ პომპეო – აშშ-ის სახელმწიფო მდივანი
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,588,351 მიაღწია. გარდაიცვალა 180,015 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 706,481 პაციენტი.
22 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 416 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 107 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ხუთი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5160 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 579.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.