ახალი ამბები მთავარი ციტატა

“უამრავი მანქანა დადის, ჩამოყალიბდა ელიტარული კასტა, შეღავათები აქვთ ჩინოვნიკებს, ძალოვნებს, სასულიერო პირებს..” – გოცირიძე

„ჩამოყალიბდა ელიტარული კასტა. გაიხედეთ ქუჩაში რა მდგომარეობაა. სავსეა მანქანებით. შეღავათები ჩინოვნიკებს, ძალოვნებს, სასულიერო პირებს. ვიღაცები საშვებით დაიარებიან, რომლითაც ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანები სარგებლობენ. ყოველი ეს ქმედება უნდა ყოფილიყო დასაბუთებული ჯანდაცვის კუთხით გასატარებელი აუცილებელი ზომებით.“

რომან გოცირიძე – “ნაციონალური მოძრაობის” წევრი

როგორც გოცირიძე აცხადებს, ყოველ ასეთ შეზღუდვას ასობით ათასობით მშიერი ადამიანი მოსდევს. მისივე თქმით, მათი მოთხოვნა იყო, რომ ყოფილიყო საგანგებო ბიუჯეტი, სადაც პირდაპირი ფინანსური დახმარება იქნებოდა ჩადებული, თითოეული უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისადმი.

შეგახსენებთ, რომ 22 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 416 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 107 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ხუთი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5160 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 579.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,588,351 მიაღწია. გარდაიცვალა 180,015 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 706,481 პაციენტი.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....