ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“მქონდა საუბარი პრემიერთან” – სააკაშვილს უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტს სთავაზობენ

როგორც უკრაინული სააგენტო “ლიგა ნეტი” იუწყება, შესაძლოა ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტზე დანიშნონ. წყაროს ცნობით, ეს ინფორმაცია მათ უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის პარტიის ოფისიდან მიაწოდეს.

თავდაპირველად, ეს ინფორმაცია დაადასტურა სააკაშვილის ოფისის პრესმდივანმა დარინა ჩიჟმა, ხოლო მოგვიანებით, ეს თავად გამოაქვეყნა სააკაშვილმაც სოციალურ ქსელში.

“ჩემთვის დიდი პატივია, პრეზიდენტ ზელენსკის გუნდის წინადადება, რომ უკრაინის მთავრობის ვიცე-პრემიერი გავხდე. მე მქონდა ძალიან ინფორმატიული და სასარგებლო საუბარი პრემიერ-მინისტრთან, სადაც ასევე საუბარი შეეხო ჩემს შესაძლო კანდიდატურას. ჩვენ ძალიან რთული პერიოდი გვაქვს, ვგულისხმობ ეკონომიკას. ჩვენ ახლა უნდა ვიყოთ გაბედული ჩვენს გადაწყვეტილებებში და რეფორმებში”. – წერს სააკაშვილი საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, სააკაშვილი უკვე იკავებდა საკმაოდ მაღალ პოსტს უკრაინაში. ის იყო ოდესის ოლქის გუბერნატორი პრეზიდენტ პეტრ პოროშენკოს დროს. მოგვიანებით მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა და სააკაშვილი ოპოზიციაში გადავიდა. მოგვიანებით, მან საკუთარი პარტია შექმნა.

იტვირთბა....