მთავარი ციტატა

ბოლო 5 დღის განმავლობაში, მარნეულში ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა

“ბოლო 5 დღის განმავლობაში, მარნეულში კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. მარნეულის კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალში“ მოთავსებულ 4 პირზე აღებული ტესტირების პასუხი უარყოფითი მოვიდა. აღნიშნული 4 პირიდან 3 მარნეულიდანაა, ერთი კი, დმანისიდან.”

ზაურ დარგალი – მარნეულის მერი

ამის შესახებ ზაურ დარგალმა “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 411-მდე გაიზარდა. მათგან  98 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა.

ცნობისთვის, 21 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო სამი დღის განმავლობაში ჯამში ინფიცირების 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ვირუსის ინფიცირების ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 17 აპრილს დაფიქსირდა. ამ დღის მონაცემებით, ქვეყანაში 34 ინფიცირების ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

იტვირთბა....