“რუსეთმა წიწიბურის მიწოდება შეგვიწყვიტა. ჩვენ უნდა შევძლოთ წიწიბურის ღირსეული რაოდენობის წარმოება, რადგან რუსეთმა თანამშრომლობაზე უარი თქვა.”
ალექსანდრ ლუკაშენკო – ბელარუსის პრეზიდენტი
ამის შესახებ განცხადება ლუკაშენკომ ერთ-ერთი საწარმოს მონახულების დროს გააკეთა. ბელარუსის პრეზიდენტმა ადგილობრივი წარმოების გაზრდა მოითხოვა.
ცნობისთვის, პირველ აპრილს ბელარუსმა ქვეყნიდან წიწიბურის, ხახვისა და ნივრის ექსპორტი დროებით შეაჩერა.